Accessibility links

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ რიჩარდ არმიტაჟმა

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ რიჩარდ არმიტაჟმა
ქებით მოიხსენია პაკისტანის როლი ”ალ-ყაიდის” მებრძოლთა დევნის საქმეში. მან თქვა, რომ პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა და
მისმა ”შესანიშნავმა ჯარმა” საკადრისი პასუხი გასცა მოწინააღმდეგის მებრძოლებს ავღანეთის საზღვართან. არმიტაჟი ისლამაბადში იმყოფება დიპლომატიური მისიით, რათა განიმუხტოს ქაშმირის გამო აღძრული უთანხმოება ინდოეთ-პაკისტანს შორის. რიჩარდ არმიტაჟი ინდოეთის ლიდერებს შეხვდა პარასკევს დელიში და განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ივნისში ეწვია რეგიონს, დაძაბულობამ ორ ქვეყანას შორის იკლო.
XS
SM
MD
LG