Accessibility links

logo-print

რა ძვრებია საქართველოს საშუალო სკოლებში


წამყვანი: ეკა წამალაშვილი, თბილისი რამდენად და როგორ აისახება სკოლაზე პროცესი,

რომელიც 3 წლის წინ დაიწყო და რომლის 60-მილიონიანი კრედიტით უზრუნველყოფა მსოფლიო ბანკმა ითავა?
დაატყობს თუ არა განათლების რეფორმა ხელს ახალ სასწავლო წელს, რომელიც სულ ცოტა ხანში დაიწყება? რას გვპირდება განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობა? – ახალი სასწავლი წლის დაწყების წინ ეს შეკითხვები უამრავ ადამიანს უნდა აწუხებდეს და მათ განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობა პირდება, რომ ახალი სასწავლო წელი საქართველოში მოსავლის აღების პირველი წელი იქნება.

განათლების მინისტრის მოადგილე რუსუდან გორგილაძე ირწმუნება, რომ საქართველოში მოქმედ სკოლებში წელს მაინც უცილობლად იგრძნობენ იმ მოსამზადებელი სამუშაოს შედეგს, რომელიც საქართველოს განათლების სისტემის გარდაქმნის მიზნით სამი წლის წინ წამოიწყო. კერძოდ, განათლების რეფორმის ცენტრმა უკვე მოამზადა ეგერთ წოდებული მწვრთნელები, რომლებმაც საქართველოს საშუალო სკოლების მასწავლებლებს უკვე გააცნეს სკოლის რეფორმის არსი და სწავლების ახალი მეთოდიკა. ამას გარდა, საქართველოს ყველა რაიონის სკოლების მასწავლებლებს ჩაუტარდათ სწავლება საგრანტო-საპროექტი წინადადების შემუშავებასთან დაკავშირებით. ამ საპროექტო წინადადებების საფუძველზე კი წელს 210 საშუალო სკოლა მიიღებს გრანტის სახით 1000 დოლარის შესატყვის ლარს სკოლის განვითარების პროგრამისთვის.

წელსვე ჩატარდება სასკოლო თვალსაჩინეობათა გამოფენაც და თითოეულ სკოლას მიეცემა საშუალება გამოიწეროს და მიიღოს მასზე წარმოდგენილი სასკოლო-სასწავლო საგნები. ყველზე მცირეკონტინგენტიანი სკოლები მიიღებენ სასკოლო საგნებს 200 დოლარის ღირებულების ფარგლებში, ხოლო დიდი სკოლები 1000 დოლარის ფარგლებში. “ეს იქნება პირველადი დახმარება და გარკვეული შეღავათიც სკოლებისთვის, რომელთა მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაც ჩვენი ბაბუების დროინდელი სასკოლო საგნებით და ლაბორატორიებით შემოიფარგლება”, ამბობს რუსუდან გორგილაძე. მისივე თქმით, საქართველოში მოქმედი სკოლები გააგრძელებენ სასკოლო სახელმძღვანელობის გაქირავების პრაქტიკას, რადგან ამან მოსწავლეების მშობლებს გარკვეული ფინანსური შეღავათი გაუწია. და კიდევ, წელს თუ არა, გაისისთვის მაინც, საქართველოს სკოლებში პირველი კლასიდანვე დაიწყება სამოქალაქო განათლების პრინციპების დანერგვა.

[რუსუდან გორგილაძის ხმა] “ჩვენ ვამზადებთ მასწავლებლის წიგნს საქართველოს ისტორიაზე, გეოგრაფიაზე, მსოფლიოს ისტორიაზე და გეოგრაფიაზე, მაგრამ, აქცენტით საქართველოზე და მის სახელმწიფოებრიობაზე. ამ წიგნში მოთხობილი ამბები და ლეგენდები მასწავლებელს მისცემს საშუალებას ეს ბავშვები მივიყვანოთ მეოთხე კლასამდე. მეოთხე კლასში უკვე გვაქვს დანერგილი ბავშვთა უფლებების სწავლება. მეშვიდე კლასში ვასწავლით უნივერსალურ დეკლარაციას, როგორ დავიცვათ უფლებები. ყველგან გვაქვს. მაგრამ გვინდა ეს პროცესი უწვეტად პირველი კლასიდავე იწყებოდეს.”

ეს არის ის, რაც აუცილებლად უნდა გეკეთდეს. მანამდე კი 2 სექტემბერს თბილისში ჩამოდის ჰარვარდის უმაღლესი სკოლის დელეგაცია, რომლის წარმომადგენლებიც ქართველ კოლეგებთან ერთად საქართველოს განათლების სისტემის მართვის ახალი სისტემის შექმნის საკითხებზე იმუშავებენ. საქმე ეხება არჩევნას, რომელიც სისტემის დეცენტრალიზაციასა და ცენტარლიზაციას შორის უნდა გაკეთდეს, მაგრამ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ეს არის, რომ რუსუდან გორგილაძემ განათლების სისტემაში მაკონტროლებლების 1010 ერთეულით შემცირებას აღნიშნავს და დასძენს, რომ პროცესი უფლებებისა და პასუხისმგებლობის ადგილებზე გამოკვეთის მიმართუელბით მიდის.

[რუსუდან გორგილაძის ხმა] “თქვენ შეგიძლიათ დაელაპარაკოთ სკოლების დირქტორებს და გაიგოთ, როგორი სუფთა ჰაერივით შეიჭრა ეს სიახლე მათ ცხოვრებაში. ის ათასი მაკონტროლებელი, მეთოდისტები და ასე შემდგე, რომლებიც ყველა არა, მაგრამ ხშირად ატერორებდნენ სკოლებს და აწუხებდნენ, 1010 ერთეულით შემცირდნენ. ჩვენ, სწორედ იქეთ მივდივართ, რომ ადგილებზე მოხდეს პასუხისმგებლობისა და უფლებების დელეგირება.”

ჯერჯერობით ეს არის რეფორმა. წინ ახალი სასწავლო წელია და ვნახოთ, როგორი იქნება საქართველოს გაჭირვებული სკოლებისთვის რეფორმის პირველი მოსავალი.

[რუსუდან გორგილაძის ხმა] “უკვე სამი წელია მიდის მუშაობა ამ პროექტზე და ახლა, ხატოვნად რომ ვთქვათ, იწყება მოსავლის აღების დრო. სკოლამ ხელშესახებად უნდა იგრძნოს ის პროცესები, რომლებიც აქამდე მზადდებოდა.”
XS
SM
MD
LG