Accessibility links

logo-print

დღეს ისრაელის არმიამ ლტოლვილთა ბანაკში


დღეს ისრაელის არმიამ ლტოლვილთა ბანაკში ჯენინში დააპატიმრა ორი ტერორიზმთან კავშირში ეჭვმიტანილი პალესტინელი. დღესვე დააპატიმრეს შვიდი ისრაელელი არაბი, ასევე თვითმკვლელ ტერორისტებთან კავშირში ყოფნის ეჭვით.

დღეს ისრაელის არმიამ ლტოლვილთა ბანაკში ჯენინში დააპატიმრა ორი ტერორიზმთან კავშირში ეჭვმიტანილი პალესტინელი.
დღესვე დააპატიმრეს შვიდი ისრაელელი არაბი, ასევე თვითმკვლელ ტერორისტებთან კავშირში ყოფნის ეჭვით.

ისრაელის თადაცვის მინისტრმ ბენიამინ ბენ-ელიეზერმა გამოაცხადა, რომ პალესტინელებთან დადებული შეთანხმება ჯარის გაყვანის შესახებ ძალაში რჩება.
პალესტინის სოფლის მეურნეობის მინისტრმა რაფიკ ნატშეჰმა განაცხადა, რომ ისრაელის ოკუპაციის პერიოდში პალესტინელთა სოფლის მეურნეობამ დიდი ზარალი ნახა:შეჩერდა არაერთი პროექტი. ამასთან, ისრაელის ჯარმა ოკუპირებულ რეგიონებში გადაუარა სასოფლო სამეურნეო მიწებს, გაანადგურა ხეები და სათბურები. პალესტინის სოფლის მეურნეობის მინისტრის შეფასებით, იქ სიტუაცია სასოფლო სამეურნეო და ეკონომიკური თვალსაზრისით კატასტროფულია.
კაიროში, ეგვიპტის დედაქალაქში ჩავიდა აშში-ს ოფიციალური წარმომადგენელი დევიდ სეტერფილდი, რომელიც ცდილობს არაბები დაიყოლიოს მიემხრონ ვაშინგტონის გეგმას იასირ არაფათის პოლიტიკური ლიკვიდაციის შესახებ. აშშ და ისრაელი მიიჩნევენ, რომ არაფატი შეიარაღებულ ჯგუფებს უჭერს მხარს.
XS
SM
MD
LG