Accessibility links

logo-print

ჩრდილოეთი ესპანეთის ქალაქ ტოლოსაში პოლიციამ


ჩრდილოეთი ესპანეთის ქალაქ ტოლოსაში პოლიციამ იპოვა და გააუვნებელყო სასამართლოს შენობასთან დამონტაჟებული ბომბი.

ჩრდილოეთი ესპანეთის ქალაქ ტოლოსაში პოლიციამ იპოვა და გააუვნებელყო სასამართლოს შენობასთან დამონტაჟებული ბომბი.
ადგილობრივი ხელისუფლების ვარაუდით, ტერაქტს ბასკი სეპარატისტების ორგანიზაცია ეტა ამზადებდა. დღესვე დახურულ იქნა ეტასთან დაახლოებული ბასკური პარტიის, “ბატაშუნას” ხუთი რეგიონული ორგანიზაცია. გუშინ ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ სამი წლით შეაჩერა პარტიის მოღვაწეობა. “ბატაშუნამ” უარი განაცხადა, საჯაროდ დაეგმო ეტა-ს ტერორისტული საქმიანობა. ამ დაჯგუფების წევრებმა ათობით პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე მოკლეს. პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მომავალშიც განაგრძობენ ბრძოლას ბასკთა დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნისთვის.
XS
SM
MD
LG