Accessibility links

logo-print

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში განთავსებული სამშვიდობო


ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში განთავსებული სამშვიდობო ძალების სარდალმა ვასილი პრიზემლინმა განაცხადა,

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში განთავსებული სამშვიდობო ძალების სარდალმა ვასილი პრიზემლინმა განაცხადა,
რომ საქართველოს პარლამენტის გუშინდელი გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთის სამშვიდობო ძალების მისიის შეწყვეტას ითვალისწინებს, არ შეიძლება სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაზე გავრცელდეს. პრაიმ-ნიუსის სააგენტოს მოჰყავს პრიზემლინის სიტყვები იმის თაობაზე, რომ 1992 წლიდან კონფლიქტის ზონაში მყოფი შერეული სამშვიდობო ძალების რუსული, ქართული და ოსური ბატალიონების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილების მიღება შეიძლება მხოლოდ შერეული საკონტროლო კომისიის ყველა მონაწილის – მოსკოვის, თბილისის, ვლადიკავკაზისა და ცხინვალის თანხმობის შემთხვევაში. “ეს არის მნიშვნელოვანი განსხვავება აფხაზეთში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციის ფორმატთან, სადაც იგი შეიძლება ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით შეწყდეს”, განაცხადა პრიზემლინმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართულ საგანგებო სხდომაზე საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება “რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების მიერ საქართველოს ტერიტორიის დაბომბვის ფაქტთან დაკავშირებით”, რომელშიც პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს სთხოვა, დაიწყოს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში გაწევრიანების შესახებ ხელშეკრულების დენონსაციისთვის საჭირო პროცედურა; მოსკოვის მიერ ეუთოს 1999 წლის სტამბოლის სამიტის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ცალმხრივად განსაზღვროს რუსეთის სამხედრო ბაზების გატანის ვადები; დაუყოვნებლივ შეუწყვიტოს მანდატი დსთ-ის კოლექტიურ სამშვიდობო ძალებს და მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა მათ უმოკლეს დროში დატოვონ საქართველოს ტერიტორია.
XS
SM
MD
LG