Accessibility links

logo-print

“საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გატანის


“საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გატანის ვადის ცალმხრივად განსაზღვრის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილების შესრულება

“საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გატანის ვადის ცალმხრივად განსაზღვრის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილების შესრულება
საარსებო სახსრების გარეშე დატოვებს აჭარის იმ მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთის მე-12 ბაზაზე მსახურობენ” – ამ ბაზის სარდლობის მაღალჩინოსანი წარმომადგენლის ეს განცხადება მოჰყავს პრაიმ-ნიუსის სააგენტოს, რომლის თქმით, მაღალჩინოსანმა სამხედრომ ვინაობის გამხელა არ ისურვა. ამავე პირის განცხადებით, მე-12 ბაზის სამხედრო მოსამსახურეთა თითქმის 45 პროცენტს შეადგენენ ადგილობრივი მცხოვრებნი, რომლებმაც რუსეთის მოქალაქეობა მიიღეს. მისი თქმით, ამჟამად ბათუმში გეგმიური შემოწმების მიზნით იმყოფება ამიერკავკასიაში რუსეთის საჯარისო დაჯგუფების სარდალი, გენერალ-მაიორი ნიკოლაი ზოლოტოვი, რომელიც აცხადებს, რომ მისთვის ჯერჯერობით არაფერია ცნობილი, აპირებს თუ არა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მე-12 ბაზის ლიკვიდაციას საქართველოს პარლამენტის დადგენილების შესაბამისად.
XS
SM
MD
LG