Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღაზის სექტორში დღეს შეტაკება მოხდა


ღაზის სექტორში დღეს შეტაკება მოხდა პალესტინელებსა და ისრაელის ქვედანაყოფებს შორის, რომლებიც ცდილობდნენ დაეკავებინათ კონტეინერები იარაღით.

ღაზის სექტორში დღეს შეტაკება მოხდა პალესტინელებსა და ისრაელის ქვედანაყოფებს შორის, რომლებიც ცდილობდნენ დაეკავებინათ კონტეინერები იარაღით.
კონტეინერები, სპეცსამსახურების ცნობით, პალესტინელ მებრძოლებს ზღვით მიაწოდეს. თვითმხილველთა, ცნობით, ორი პალესტინელი მოკლულ იქნა. ისრაელის ვერტმფრენებმა ჩაძირეს იარაღის კონტეინერები, რომლებიც ზღვაში იქნა აღმოჩენილი. წარსულში ისრაელმა რამდენჯერმე შეძლო ამგვარი ტვირთის დაკავება. დღეს პალესტინელთა პოლიციელებმა მორიგეობა დაიწყეს ღაზის სექტორის სამ საკონტროლო-გამშვებ პუნქტში – იმის ნათელსაყოფად, რომ ასრულებენ ისრაელთან მიღწეულ შეთანხმებას. ამ შეთანხმებით, თუკი პალესტინელები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას გაამკაცრებენ, ისრაელი ჯარებს გაიყვანს დაკავებული ტერიტორიებიდან.
XS
SM
MD
LG