Accessibility links

logo-print

მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში დღეს თავს


მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში დღეს თავს დაესხნენ ოფისს, რომელიც ეკუთვნის ალი აჰმეტის, ალბანელ სეპარატისტთა ერთ-ერთი ლიდერის პარტიას.

მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში დღეს თავს დაესხნენ ოფისს, რომელიც ეკუთვნის ალი აჰმეტის, ალბანელ სეპარატისტთა ერთ-ერთი ლიდერის პარტიას.
პოლიციის ცნობით, უცნობმა პირებმა ყუმბარები დაუშინეს შენობას. არავინ დაშავებულა. დღესვე მაკედონიის ხელისუფლებამ ორდერი გასცა აჰმეტის დასაპატიმრებლად. მაკედონიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სააგენტო ”დპა”-სთან ინტერვიუში უარი თქვა იმის განმარტებაზე, თუ რაში ედება ბრალი აჰმეტის. გასულ წელს აჰმეტიმ მხარი დაუჭირა მაკედონიის მთავრობასა და ალბანელ მეამბოხეებს შორის სამშვიდობო შეთანხმებას. 15 სექტემბერს მაკედონიაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. ხელისუფლება შიშობს, რომ კენჭისყრის წინაპერიოდში ძალადობა იმატებს.
XS
SM
MD
LG