Accessibility links

logo-print

კორუფცია მსოფლიოშიო ყველაზე დაბალ დონეზეა


კორუფცია მსოფლიოშიო ყველაზე დაბალ დონეზეა ფინეთში. ასე მიაჩნიათ ორგანიზაცია ”ტრანპარენსი ინტერნეიშნელის” ექსპერტებს.

კორუფცია მსოფლიოშიო ყველაზე დაბალ დონეზეა ფინეთში. ასე მიაჩნიათ ორგანიზაცია ”ტრანპარენსი ინტერნეიშნელის” ექსპერტებს.
ორგანიზაცია სახელმწიფო აპარატში კანონდარღვევათა პრობლემატიკას სწავლობს. ორგანიზაციის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში მოცემულია 102 სახელმწიფოს ”კორუმპირებულობის” რეიტინგი. ყველაზე დაბალ კორუმპირებულობას ათი ბალი შეესაბამება. ყველაზე მაღალს – ნული. ათბალიან მაჩვენებელთან ყველაზე ახლოს არიან ფინეთი, დანია და ახალი ზელანდია. რუსეთმა, უკრაინამ და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებმა სამ ბალზე ნაკლები მოაგროვეს. საქართველო ამ სიაში 85-ე ადგილზეა 2,4 ბალით. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან მასზე უფრო კორუმპირებული არიან ყაზახეთი, მოლდავეთი და აზერბაიჯანი. ”ტრანსპარენსი ინტერნეიშნელის” მიხედვით, ყველაზე კორუმპირებული ქვეყნები არიან ნიგერია და ბანგლადეში. "ტრანსპარენსი ინტერნეიშნელის" ანგარიშის ტექსტი ინტერნეტში შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ მისამართზე:
http://www.transparency.org/pressreleases_archive/2002/2002.08.28.cpi.en.html

XS
SM
MD
LG