Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარის, დანიის ხელისუფლების


ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარის, დანიის ხელისუფლების განცხადებაში, რომელიც დღეს ბრიუსელში გამოქვეყნდა, გამოთქმულია შეშფოთება მოსკოვისა და თბილისის

ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარის, დანიის ხელისუფლების განცხადებაში, რომელიც დღეს ბრიუსელში გამოქვეყნდა, გამოთქმულია შეშფოთება მოსკოვისა და თბილისის
ურთიერთობებში წარმოშობილი დაძაბულობის გამო. ციტატა დოკუმენტიდან: “ევროპის კავშირი სერიოზულად არის შეშფოთებული სამხედრო თვითმფრინავების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტებით, რომლებსაც სასაზღვრო რაიონში მყოფი ეუთოს მეთვალყურეებიც ადასტურებენ, და ინფორმაციით 22-23 აგვისტოს ჩრდილოეთი საქართველოს სოფლების დაბომბვის შესახებ, რომლებსაც, ცნობების თანახმად, მოჰყვა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.” ევროპის კავშირი რეგიონში მოქმედ ყველა მხარეს მოუწოდებს, თავშეკავება გამოიჩინონ და პატივი სცენ მეზობელთა ტერიტორიულ მთლიანობას.
XS
SM
MD
LG