Accessibility links

logo-print

პანკისის ხეობის პრობლემას საქართველო უცხო


პანკისის ხეობის პრობლემას საქართველო უცხო ქვეყნის სამხედრო ძალების ჩაურევლად მოაგვარებს

პანკისის ხეობის პრობლემას საქართველო უცხო ქვეყნის სამხედრო ძალების ჩაურევლად მოაგვარებს
– განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე, “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის მესამე ფაზის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე გამოსვლისას. ასეთი იყო საქართველოს პრეზიდენტის კომენტარი ვლადიმირ პუტინის გუშინდელ განცხადებაზე, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტმა გამოთქვა მოსაზრება, რომ საქართველო საკუთარი ძალებით ვერ შეძლებს პანკისის პრობლემის მოგვარებას. დღესვე თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პანკისის პრობლემის მოსაგვარებლად სამხედრო დახმარებას საქართველო არც რუსეთისგან მიიღებს და არც რომელიმე სხვა სახელმწიფოსგან. მინისტრის თქმით, “არავითარ ერთობლივ სამხედრო ოპერაციაზე საუბარი არ შეიძლება იყოს, თუნდაც იმიტომ, რომ ასეთ ქმედებას ქვეყნის კონსტიტუცია არ ითვალისწინებს”. დავით თევზაძე აცხადებს, რომ ძალოვანი სტრუქტურები “დასმულ ამოცანას დამოუკიდებლად მიიყვანენ ლოგიკურ წერტილამდე”.
XS
SM
MD
LG