Accessibility links

logo-print

საქართველოს სასაზღვრო უწყებას განზრახული აქვს


საქართველოს სასაზღვრო უწყებას განზრახული აქვს უახლოეს მომავალში გააძლიეროს რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჩეჩნეთის, ინგუშეთისა და დაღესტნის მონაკვეთების დაცვა.

საქართველოს სასაზღვრო უწყებას განზრახული აქვს უახლოეს მომავალში გააძლიეროს რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჩეჩნეთის, ინგუშეთისა და დაღესტნის მონაკვეთების დაცვა.
ამის შესახებ, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის შტაბის უფროს კორნელი სალიაზე დაყრდნობით, პრაიმ-ნიუსის სააგენტო იუწყება. სალიას თქმით, საზღვრის გაძლიერება მოხდება საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების მიერ საზღვრისპირა რაიონებში დაწყებული ანტიტერორისტული და ანტიკრიმინალური ოპერაციის ფარგლებში. კორნელი სალიამ დასძინა, რომ მას შემდეგ, რაც 25 აგვისტოს ეს ოპერაცია დაიწყო, საზღვრის დარღვევა არ დაფიქსირებულა და არც რაიმე ინციდენტი მომხდარა.
XS
SM
MD
LG