Accessibility links

logo-print

რუსეთ-საქართველოს საზღვრის დარღვევისთვის 3-4 აგვისტოს


რუსეთ-საქართველოს საზღვრის დარღვევისთვის 3-4 აგვისტოს დაკავებული 13 ჩეჩნის ექსტრადიციაზე მოსკოვისთვის პასუხის გაცემას საქართველოს გენერალური პროკურატურა უახლოეს მომავალში აპირებს.

რუსეთ-საქართველოს საზღვრის დარღვევისთვის 3-4 აგვისტოს დაკავებული 13 ჩეჩნის ექსტრადიციაზე მოსკოვისთვის პასუხის გაცემას საქართველოს გენერალური პროკურატურა უახლოეს მომავალში აპირებს.
პროკურატურის საერთაშორისო განყოფილების უფროსის პაატა რცხილაძის ცნობით, საქართველოს მხარეს ჯერ არ დაუსრულებია მოსკოვიდან მიღებული მასალების შესწავლა. რცხილაძის თქმით, აღნიშნული საქმის მასალების გაცნობას ითხოვენ დაკავებულების ვექილებიც. როგორც რცხილაძემ პრაიმ-ნიუსის სააგენტოს უთხრა, რუსეთისთვის დაკავებულ ჩეჩენთა ექსტრადიციაზე საბოლოო პასუხის გაცემა სწორედ იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენი დრო დასჭირდებათ განსასჯელების ადვოკატებს საქმის გასაცნობად.
XS
SM
MD
LG