Accessibility links

logo-print

მშივრების დილემა


მაპუტუს ნავსადგურში, მოზამბიკში, უხვი რაოდენობით სიმინდი

და ხორბალია ჩატანილი, მათი გადატვირთვაა საჭირო მხოლოდ და შემდგომ დაფქვა, რათა იმ ექვს მილიონ ადამიანს, რომელიც გვალვის გამო შიმშილობს, ეშველოს. მაგრამ მოზამბიკის მთავრობა კატეგორიულ უარზეა დაიწყოს გემების გადმოტვირთვა. მთავრობას სერიოზული საფუძველო უნდა ჰქონდეს ამგვარ რისკზე წავიდეს და საკუთარი დამშეული ხალხის თვალწინ, უკვე ჩატანილი მარცვლეული უარყოს. მოზამბიკის პრეზიდენტმა ჟოაკინ ჩისანომ იცის, რატომ ამბობს ამგვარ ძღვენზე უარს: ცობილია, რომ მარცვლეული გენეტიკურად არის შეცვლილი და ასეთი სურსათი საჩუქრადაც არ სურს.
მოზამბიკთან ერთად შეერთებული შტაიტებიდან ჩატანილ დახმარებაზე უარს ამბობს ზამბია და ზიმბაბვეც. ვინმეს შეიძლება ამ ქვეყნების მთარობების პოზიცია აბსურდულად მოეჩვენოს, რა მავნებლობაზეა ლაპარაკი, როცა ხალხი შიმშილით იხოცება, მართლა იხოცება.

მაგრამ ეს საჩუქარი თავის თავში არაერთ ხიფათს შეიცავს და ამასთან, არც თუ კეთილშობილ მიზნებს ემსახურება, ფიქრობენ აფრიკაში. მოისმინეთ მათი არგუმენტები და დასკვნა თვითონ გააკეთეთ: სურსათის უსასყიდლოდ დარიგებით შეერთებული შტატები ცდილობს თავისი ლიბერალური პოლიტიკა გენეტიკურად შეცვლილი მცენარეების მიმართ მთელ მსოფლიოში გაავრცელოს. დახმარება შეერთებული შტატებიდან შესაბამის სახელმწიფოებს სამკვდრო-სასიცოცხლო გადაწყვეტილების მიღების წინაშე აყენებს. ისინი ან მათი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის ევროპისა და აზიის ბაზრების დახურვას უნდა შეეგუონ, ან კიდევ თავიანთ ხალხისთვის საჭირო სასწრაფო დახმარებაზე უარი თქვან. გაეროს სასურსათო პროგრამის აფრიკის რეგიონის კოორდინატორი ჯუდით ლუისი მორალურ დილემაზე ლაპარაკობს. მოზამბიკი შიშობს, რომ ამ მარცვლელის ნაწილს გლეხები არა საკვებად, არამედ მომავალი თესვისთვის შეინახავენ თესლად. ამით სოფლიოს მერნეობაში მოხვდება გენეტიკურად შეცვლილი სიმინიდი. მოზამბიკი კი სიმინდის ექსპორტს ეწევა ევროპის კავშირსა და აზიის ქვეყნებში, სადაც გენეტიკურად სახეცვლილი პროდუქტის შეტანა აკრძალულია. ცხოველთა საკვებად გენეტიკურად სახეცვლილი პროდუქტის გამოყენება ზარალს მოუტანს ასევე სასაქონლო და მეფრინველეობის სფეროებსაც. ზამბიის ინფორმაციის მინისიტრის, ნიუსტიდ ზიმბას თანახმად, გენეტიკურად სახეცვლილი სიმინდის გამოყენება შორეული მომავალზეც იმოქმედებს. ამ ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან სამრეწველო სფეროს წარმოადგენს სოფლის მეურნეობა, მოსახლეობის 80 პროცენტი მასშია დაკავებული, ზამბას თქმით, საერთო ეროვნული შემოსავლის მესამედი აგრარულ სექტორზე მოდის.
ეს ყველაფერი შეეხება მრეწველობას და სხვათათვის გენეტიკურად სახეცვლილი პროდუქტის მიწოდებას. მაგრამ საკითხავია, რა ელის ხალხს, თუკი ის კვების პროდუქტად მოიხმარს ამ მარცვლეულს, რომლის მიზანი მხოლოდ დამშეული მოსახლეობაა და არა გლეხობა, რომელიც თესლის შესყიდვაზე დაზოგვას აპირებს. აფრიკის მოშიმშილე მასებისთვის მაპუტოს ნავსადგურში ათასობით ტონა მარცვლელის შეჩერება კატასტოროფას წარმოადგენს, ფიქრობს შეერთებული შტატების დამხარების უწყების ხელმძღვანელის მოადგილე როჯერ უინტერი და ამაში დამნაშავედ მთავრობის ჯიუტ პოზიციას მიიჩნევს. ამერიკის შეერთებული შტატები გაეროს მსოფლიოს სასურსათო პროგრამის უმნიშვნელოვანესი მომმარაგებელია. სამხრეთ აფრიკის საურსათო დახმარების ნახევარი შეერთებულ შტატებზე მოდის. 23 ათასი ტონა საქონელია უკვე იქ ჩატანილი და გზაშია კიდევ 40 ათასი. გაეროს ამ პროგრამის წარმომადგენლის, ჯო ვუდსის თანახმად, სექტემბრამდე სურსათი ხალხს ეყოფა, მაგრამ მერე არვინ იცის, რა ვქნათო, ამბობს ის. გაერო ცდილობს გამოსავალი მოძებნოს. ერთი შესაძლებლობა იქნებოდა, სიმინდი ნავსადგურებშივე დაეფქვათ და ამით თავიდან აეცილებინათ მისი თესლად გამოყენება, რაც ევროპის და აზიის ბაზრებს საფრთხეს ააცილებდა. მაგრამ შიშობენ, რომ ამერიკელები აფრიკელების პირობებს არ მიიღებენ და გაგულისებულნი დახმარების მიწოდებას შეუწყვეტენ. ორივე შემთხვევაში აფრიკის ხალხი მსხვერპლად რჩება.
ბოლოს, მსოფლიო ბანკის ახალ პრინციპს გაგაცნობთ. ამ პრინციპით ბანკი ძველ ტრადიციას ღალატობს, მაგრამ ღალატობს მათ სასარგებლოდ, ვინც მისგან დახმარებას იღებდა. ადრე მსოფლიო ბანკი ეკოლოგიური თვალსაზრისით ბრმა იყო. ის ეკონომიკურ ზრდას ქადაგებდა მხოლოდ, სულ ერთი იყო, რა შედეგს მოიტანდა ეს ბუნებისთვის. ახლა ამ ძველი მიდგომის შეცვლა დაიწყო. მსოფლიო ბანკმა თავისი ახალი პოზიცია ცხადად გამოხატა თავის ბოლო ანგარიშში: მომავალში ეკონომიკური განვითარების და დედამაწის გადარჩენის საკვანძო ფაქტორი ბუნებრივი მარაგის, წიაღისეულისა და სხვ. ხანგძლივი მოხმარებაა. ეს ახალი პოლიტიკა, უნდა გავითვალისწინოთ, იმუშავებს მხოლოდ მაშინ, თუკი ცალკეული სახელმწიფობის მთავრობები მას არ უგულებელყოფენ. ალბათ შემთხვევით არ არის, რომ მსოფლიო ბანკის ეხ ანგარიში იოჰანესბურგის მსოფლიო სამიტის დღეებში მოხდა. ჩანს, ბანკი ამით ეკონომიკურად განვითარებულ სახელმწიფოებზე ზეწოლის ზრდას იმედოვნებს. ამ იმედს განხორციელება შეიძლება ვუსურვოთ მხოლოდ. მსოფლიო ბანკის ამ შემობრუნებამ ძალიან დაიგვიანა ბევრისთვის. ძალიან ბევრი ადამიანია ძველი პოლიტიკის მსხვერპლი, მათ შორის ისინიც, ვინც გენეტიკურად შეცვლილი მარცვლეულის მოლოდინშია, ისინიც, ვინც ეკოლოგიურად მოწამლულ რეგიონებში ცხოვრობენ, გვალვისგან გამომშრალი მიწის და გაჩეხილი ტყეების ამარა დარჩნენ.
XS
SM
MD
LG