Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელთა წყაროების თანახმად, დღეს ისრაელმა


პალესტინელთა წყაროების თანახმად, დღეს ისრაელმა ჯარისკაცებმა ღაზის სექტორის ქალაქ რაფაში მოკლეს პალესტინელი ბიჭი და დაჭრეს კიდევ, სულ ცოტა, შვიდი ადამიანი.

პალესტინელთა წყაროების თანახმად, დღეს ისრაელმა ჯარისკაცებმა ღაზის სექტორის ქალაქ რაფაში მოკლეს პალესტინელი ბიჭი და დაჭრეს კიდევ, სულ ცოტა, შვიდი ადამიანი.
ისრაელის არმიის სარდლობას ამ ცნობისთვის კომენტარი არ გაუკეთებია. დღესვე ისრაელმა ღრმა მწუხარება გამოთქვა გუშინ ღამით განხორციელებული იერიშის შედეგად ოთხი პალესტინელის (მათ შორის, ორი ბავშვის) დაღუპვის გამო. პალესტინელი ქალი, მისი ორი შვილი და ახლო ნათესავი ღაზის სექტორში, ისრაელის ტანკებიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად დაიღუპნენ. პალესტინელთა მხარის განცხადებით, ამ თავდასხმის მიზანი მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების ჩაშლა იყო. ექსტრემისტულმა დაჯგუფებებმა “ჰამასმა” და “ისლამურმა ჯიჰადმა” პალესტინელთა ავტონომიის შინაგან საქმეთა მინისტრს მოსთხოვეს, გადადოს ისრაელის თავდაცვის მინისტრთან მოლაპარაკების დღეისთვის დანიშნული მორიგი რაუნდი.
XS
SM
MD
LG