Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონიის მთავრობამ დაადასტურა, რომ გასცა


მაკედონიის მთავრობამ დაადასტურა, რომ გასცა ალბანელ მეამბოხეთა სამი ყოფილი ლიდერის დაპატიმრების ორდერი.

მაკედონიის მთავრობამ დაადასტურა, რომ გასცა ალბანელ მეამბოხეთა სამი ყოფილი ლიდერის დაპატიმრების ორდერი.
მათ შორის არის ალი აჰმეტი, რომელმაც ახლახან პოლიტიკური პარტია დააარსა. სამივეს ბრალად ედება გენოციდი, ტერორიზმი და სამხედრო დანაშაულების ჩადენა. 15 სექტემბერს მაკედონიაში გაიმართება საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც აჰმეტის პარტიაც მიიღებს მონაწილეობას. უცხოელი დიპლომატები მაკედონიის მთავრობას მოუწოდებენ, თავი შეიკავოს აჰმეტის დევნისგან, რადგან ამას, შესაძლოა, ახალი არეულობა მოჰყვეს. არჩევნების ჩატარება და მეამბოხეთათვის ამნისტიის გამოცხადება მთავარი პირობა იყო სამშვიდობო შეთანხმებისა, რომელიც შარშან მთავრობამ და ალბანელმა მეამბოხეებმა გააფორმეს.
XS
SM
MD
LG