Accessibility links

logo-print

დანიის ქალაქ ელსინორში შაბათს დამთავრებულ


დანიის ქალაქ ელსინორში შაბათს დამთავრებულ ორდღიან კონფერენციაზე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების

დანიის ქალაქ ელსინორში შაბათს დამთავრებულ ორდღიან კონფერენციაზე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების
საგარეო საქმთა მინისტრებმა ახლო აღმოსავლეთის ახალი სამშვიდობო გეგმა მოიწონეს. ჯერჯერობით ისაა ცნობილი, რომ ეს დოკუმენტი 2005 წლისათვის პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაარსებას ითვალისწინებს. მომავალ კვირაში, ევროკავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარის, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი პერ სტიგ მიულერი ახლო აღმოსავლეთს ეწვევა, რათა ეგვიპტის, საუდის არაბეთის, ისრაელისა და პალესტინელთა ავტონომიის ლიდერებს გააცნოს ევროკავშირის ახალი ინიციატივა. სექტემბრის შუა რიცხვებში, ახალ სამშვიდობო გეგმას ნიუ-იორკში წარუდგენენ შეერთებული შტატების, რუსეთის, ევროკავშირისა და გაეროს წარმომადგენლებს.
XS
SM
MD
LG