Accessibility links

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა დღეს


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა დღეს განაცხადა,

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა დღეს განაცხადა,
რომ მსოფლიო ვერ დარჩება გულხელდაკრეფილი იმ დროს, როცა ერაყი ”მიუტევებლად არღვევს” გაეროს რეზოლუციებს. ბლერმა თქვა, რომ გადაწყვეტილება ამის თაობაზე არყოფილა მიღებული, თუმცა უმოქმედობაც ”არაა გამოსავალი”. ტონი ბლერმა თვითმფრინავში განაცხადა ეს, აფრიკაში გზად მიმავალმა, სადაც მოზამბიკს ეწვევა, ხოლო შემდეგ სიტყვით გამოვა იოჰანესბურგში მიმდინარე გაეროს კონფერენციაზე. გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მხარს არ დაუჭერენ შეერთებულ შტატებს სამხედრო ოპერაციაში ერაყის წინააღმდეგ, თუ ამაზე არ იქნება გაეროს უშიშროების საბჭოს თანხმობა.
XS
SM
MD
LG