Accessibility links

ასობით ადამიანმა, მათ შორის მრავალმა


ასობით ადამიანმა, მათ შორის მრავალმა ბავშვმა მიიღო დღეს მონაწილეობა საპროტესტო მიტინგში,

ასობით ადამიანმა, მათ შორის მრავალმა ბავშვმა მიიღო დღეს მონაწილეობა საპროტესტო მიტინგში,
რომელიც ბაქოდან 25-ოდ კილომეტრში მდებარე სოფელ ნარდარანში გაიმართა. ისინი, ივნისში დაპატიმრებული თანასოფლელების გათავისუფლებას მოითხოვენ. პოლიციასთან სამ ივნისს მომხდარი შეტაკებისას ნარდარანში სოფლის 1 მკვიდრი იქნა მოკლული, ხოლო 65 – დაიჭრა. შეტაკებისას, პოლიციის 80-დე ოფიცერიც დაშავდა. ივნისში მომხდარი საპროტესტო გამოსვლის დროს, სოფლელებმა უკეთესი მომსახურება, მათ შორის გათბობისათვის გაზის მიწოდება და სასმელი წყლის გაიაფება მოითხოვეს. მთავრობა, თავის მხრივ აცხადებს, რომ ნარდარანი – ისლამური ექსტრემიზმის ცენტრია. პოლიციამ 3 ივნისს 17 დემონსტრანტი დააპატიმრა.
XS
SM
MD
LG