Accessibility links

logo-print

დღეს, ნიუ-იორკში, 94 წლისა


დღეს, ნიუ-იორკში, 94 წლისა,

დღეს, ნიუ-იორკში, 94 წლისა,
ამერიკის ჯაზური მუსიკის ერთ-ერთი კორიფე, ლაიონელ ჰემპტონი გარდაიცვალა. თავისი ბრწყინვალე პროფესიონალური კარიერის მანძილზე, ჰემპტონმა საყოველთაო აღიარება ჰპოვა არა მარტო როგორც ვიბროფონისტმა, არამედ როგორც ჯაზური კოლექტივების ხელმძღვანელმაც. იგი უკრავდა ისეთ ვარსკვლავებთან ერთად, როგორიც ბენი გუდმენი, ჩარლი პარკერი და კვინსი ჯონსია. 1936 წელს, ჰემპტონი და პიანისტი ტედი უილსონი გახდნენ პირველი შავკანიანი მუსიკოსები, რომლებიც თეთრკანიანმა გუდმენმა თავის ცნობილ კვარტეტში ჩართო. მანამდე, რასობრივი ბარიერები უკრძალავდა შავკანიან მუსიკოსებს თავიანთ თეთრკანიან კოლეგებთან ერთად დაკვრას.
XS
SM
MD
LG