Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სპეციალისტებმა ირანში დაიწყეს მოწყობილობის


რუსეთის სპეციალისტებმა ირანში დაიწყეს მოწყობილობის მონტაჟი, რომელიც ქალაქ ბუშერის ატომური ელექტროსადგურის პირველი რეაქტორისთვის არის გამიზნული.

რუსეთის სპეციალისტებმა ირანში დაიწყეს მოწყობილობის მონტაჟი, რომელიც ქალაქ ბუშერის ატომური ელექტროსადგურის პირველი რეაქტორისთვის არის გამიზნული.
რუსეთის კომპანია ”ატომსტროიექსპორტის” ხელმძღვანელმა ვიქტორ კოზლოვმა დღეს განაცხადა, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული ყველა მასალა ჩატანილია ბუშერში. აგვისტოში რუსეთის ატომური ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბუშერის ატომური ელექტროსადგური 2004 წლის შუაში ჩადგება მწყობრში. რუსეთი ირანში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში მონაწილეობს შეერთებული შტატების მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად. ვაშინგტონი შიშობს, რომ ამ პროექტის რეალიზაციის შედეგად თეირანი სამხედრო დანიშნულების პლუტონიუმის მიღებას შეძლებს.
XS
SM
MD
LG