Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთი აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში მიმდინარე


სამხრეთი აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში მიმდინარე დედამიწის სამიტზე კვირას განიხილეს სამეწარმეო საქმიანობისა და სავაჭრო ურთიერთობების როლი სტაბილური განვითარების მიზნის მიღწევის საქმეში.

სამხრეთი აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში მიმდინარე დედამიწის სამიტზე კვირას განიხილეს სამეწარმეო საქმიანობისა და სავაჭრო ურთიერთობების როლი სტაბილური განვითარების მიზნის მიღწევის საქმეში.
გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა კერძო ბიზნესს მოუწოდა ინვესტიციები გააკეთოს განვითარებად ქვეყნებში, როგორც სიღატაკის წინააღმდეგ საბრძოლველად, ისე ხანგრძლივი სტრატეგიის სახით. დანიის პრემიერ-მინისტრი ანდერს ფოგ რასმუსენი, რომელიც ევროპის კავშირს წარმოადგენს, გამოვიდა მოწოდებით, რომ უღატაკეს ქვეყნებს გაეხსნათ გზა განვითარებული ქვეყნების ბაზრებისკენ. გარდა ამისა რასმუსენმა აღნიშნა, რომ დედამიწის სამიტის უპირველესი ამოცანაა სასმელი წყლით ყველა ქვეყნის უზრუნველყოფის საკითხის გადაჭრა. სამიტის მონაწილეები ცდილობენ გადალახონ წინააღმდეგობები და შეათანხმონ შეხვედრის დასკვნითი დოკუმენტები. მათ ხელმოსაწერად იოჰანესბურგში უკვე დაიწყეს ჩასვლა ათობით ქვეყნის ლიდერებმა. სამიტის მიზანია მსოფლიოში სიღატაკის წინააღმდეგ ბრძოლის ზომების დაგეგმვა და ამავე დროს ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება.
XS
SM
MD
LG