Accessibility links

logo-print

ედუარდ შევარდნაძე არ იზიარებს პარლამენტის


ედუარდ შევარდნაძე არ იზიარებს პარლამენტის რეკომენდაციას დსთ-დან საქართველოს გასვლისა და აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ჯარების გაყვანის შესახებ.

ედუარდ შევარდნაძე არ იზიარებს პარლამენტის რეკომენდაციას დსთ-დან საქართველოს გასვლისა და აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ჯარების გაყვანის შესახებ.
“თანამეგობრობას ჯერ არ ამოუწურავს თავისი პოტენციალი და მის ფარგლებში მრავალი წელია, სხვადასხვა ხარისხითა და დონით თანამშრომლობს 12 ქვეყანა” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ორშაბათის რადიოინტერვიუში. შევარდნაძის თქმით, პარლამენტის ბოლო დადგენილება, მართალია, სავსებით ადეკვატური რეაქცია იყო 23 აგვისტოს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის დაბომბვაზე; მაგრამ, პრეზიდენტის თქმით, საქართველოს საკმაოდ მნიშვნელოვანი სავაჭრო ბრუნვა აქვს დსთ-ის ქვეყნებთან. თანამეგობრობიდან გასვლის შემთხვევაში ეს თანამშრომლობა იმავე ფორმით ვეღარ გაგრძელდებაო, დასძინა შევარდნაძემ.
XS
SM
MD
LG