Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი სასწავლო წელი და ხელისუფლების ახალი დაპირებები


2 სექტემბერს საქართველოში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ვისთვის ნაცნობი, ვისთვის - ჯერ კიდევ უცნობი პრობლემებით. პირველ კლასელებს და მათ მშობლებს, პირველად მოუწევთ სკოლის

ადმინისტრაციის დაკვეთების შესრულება და სკოლის ფონდებში გათბობისა თუ სხვა საჭიროებისთვის არაოფიციალური გადასახადის შეტანა. სახელმწიფო უმღლესი სასწავლებლების პირველკურსელებსაც პირველად მოუწევთ ამ სასწავლებლებში არსებულ პრობლემებთან შეხება. ახალ სასწავლო წელს ძველი წლების სახელფასო დავალიანებით გაწბილებულნი შეხვდნენ პედაგოგებიც, ყოველშემთხვევაში, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი. თუმცა, ხელისუფლბა მათ ხელფასების გაზრდას შეპირდა.
ასე დაიწყო ახალი სასწავლო წელი, რომლისგანაც, განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობა რეფორმის პირველ ჭირნახულს ელოდება.

ახალმა სასწავლო წელმა სკოლის მოსწავლეების მშობლებს ახალი პრობლემები მოუტანა. სასწავლო წლის მანძილზე შვილების სკოლაში სწავლებისთვის აუცილებელი ხარჯების გაწევა რთული ბევრი მათგანისთვისაა. სასკოლო სახელმძღვანელოები ძვირია და თან, ლამის, ყოველწლიურად იცვლება. მშობლები ჩივიან, რომ მათ შვილებს ძველი, უკვე გამოყენებული წიგნები არ ადგებათ და ამიტომ, იძულებულნი არიან ახალი წიგნები შეუძინონ. განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობა კი, სასწავლო წიგნების გაქირავების პრაქტიკის ეფექტიანობაზე საუბრობს და განმარტავს, რომ ამ პრაქტიკის დამკვიდებით მოსწავლეების ოჯახებს გარკევულ ფინანსური შეღავათი გაეწიათ. სინამდვილეში შეღავათი ასეთია: თბილისის მერიამ მრავალშვილიან და სოციალაურად დაუცველ ოჯახებს სასკოლო სახელმძღვანელობის შესაძენად 40000 ლარი გამოუყო. ამ თანხის ფარგლებში 1000 ოჯახი უნდა დაკმაყოფილდეს. განათლების სამინისტროში კი დახმარების მიღების მოტივით, 2000 განცახდებაა შესული. ჩანს 1000 განცახდება არ დაკმაყოფილდება და ამის მიზეზად განმცახდებლებს განემარტებათ, რომ მათი ოჯახები სოციალურად დაუცველის კატეგორიას არ მიეკუთვნება, არადა, ძნელიწრამოსადგენია, დახმარების მიღებისთვის საჭირო ბარიერების გადასალახავად თავი დალხინებულ ოჯახებს შეეწუხებინათ.

მოკლედ, 2 სექტემბერი, ანუ როგორც ედუარდ შევარდნაძემ აღნიშნა, მოსწავლეების ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი დღე, უმნიშვნელოვანესი მოვლენისთვის შეუფერებელი პრობლემებით დაიწყო. ამ დღეს სკოლის მერხებს ვერ მიუსხდნენ თბილისის 166 სკოლის მოსწავლეები. ეს სკოლა მიწისძვრისგან არის დაზიანებული და მასში შვილების შეშვება მშობლებს სახიფათოდ მოეჩვენათ. 166 სკოლის ხელმძღვანელობა დაზიანებული ადგილების გადატიხვრას შეუდგა და სასწავლო წლის დაწყება 3 სექტემბრისთვის გადადო.

დღეისათვის საქართველოში 3141 სკოლა ფუნქციონირებს. ხელისუფლების წარმომადგენლები სიამაყით აცხადებენ, რომ მეგობარი ქვეყნებისა და საერეთაშორისო ორგანიზაციების დახმარების წყალობით ბევრ სკოლაში ჩატარდა სარემონტო სამუშაოები, რომ ამ მხრივ თბილისში შეუძლებელიც კი შეძლეს. თუმცა, არის უამრავი სკოლა, განსაკუთრებით, საქართველოს რაიონებში, რომელთა სკოლად წარმოდგენაც შეუძლებელია. 2 სექტემბრს დილით სახელწმიფო მინისტრმა კომენტარი გაუკეთა საჩხერის რაიონის ერთ-ერთი სოფლის რეალობას, სადაც, სკოლა წლების მანძილზე მატარებლის ვაგონებში ფუნციონირებს. ავთანდილ ჯორბენაძემ თქვა, რომ მომავალ 2 სექტემბერს ამ სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ახალ შენობაში შეხვდებიან.
არის სხვა დაპირებებიც: რომ სახელმწიფო პედაგოგების სახელფასო დავალიანებას გაისტუმრებს და მათთვის ხელფასების გაზრდის პროცესს გააგრძელებს, რომ ხელფასები გაეზრდებათ უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგებსაც და ასე შემდეგ.
ასეთი რეალობით და ასეთი დაპირებებით დაიწყო ახალი სასწავლო წელი.
ორიოდე დღის მრავალშვილიანმა დედებმა ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ დახმარების მიღების მიზნით, თბილისის მერიას მიაკითხეს და ოდნავ მოგვიანებით მერიის შენობას ქვები დაუშინეს. 2 სექტემბერს ხელისუფლების პირველმა პირებმა მათ შვილებს ღირსეული საქართველოს ღირსეული შვილობა უსურვეს.
XS
SM
MD
LG