Accessibility links

logo-print

ამერიკელი სამხედროები საქართველოს ხელისუფლებას პრესასთან ურთიერთობის გამოცდილებას უზიარებენ


პანკისის ხეობაში მიმდინარე ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დაწყებისთანავე საქართველოში სარეკორდო რაოდენობის უცხოელმა ჟურნალისტმა მოიყარა თავი.

მათთან ურთიერთობის დამყარება კი ევალებათ ძალოვანი უწყებების პრეს-ცენტრებს, რომლებიც იშვიათი გამონაკლისის გარდა, არ ფლობენ არც სათანადო გამოცდილებას, არც საკანონმდებლო და მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, რათა ამ რთული სახელმწიფოებრივი ამოცანის შესრულება შეძლონ. ვითარებას ართულებს ის გარემოებაც, რომ უსაფრთხოების მოთხოვნების გათვალისწინებით პანკისის ხეობა მეოთხე დღეა დაიხურა ჟურნალისტებისთვის. ასეთ შემთხვევაში, უფრო დასაშვებია, რომ კვლავ წარმოიქმნას საინფორმაციო ვაკუუმი, რაც თავის მხრივ უამრავი დეზინფორმაციის აღმოცენებას უწყობს ხელს.
ნიშანდობლივია, რომ სწორედ საინფორმაციო უზრუნველყოფის თანამედროვე მოთხოვნილებათა გაცნობას ისახავს მიზნად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო სამართლის შემსწავლელი თავდაცვის ინსტიტუტის სპეციალისტების მიერ ორგანიზებული სემინარი, რომელმაც 2 სექტემბერს საქართველოს პარლამენტში შენობაში დაიწყო მუშაობა.

საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, საზოგადოების ინფორმირება და სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობები ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ ამოცანად იქცა. აქედან გამომდინარე, სამხედრო განათლების თანამედროვე სისტემაში სულ უფრო დიდ ადგილს იკავებს ოფიცრებისთვის საკომუნიკაციო ხელოვნების ზოგიერთი ასპექტის: პრეს-კონფერენციების ჩატარების, წერილობითი თუ ზეპირი ინფორმაციის გავრცელებისა და საველე პირობებში მედია-ჯგუფების ორგანიზების შესწავლა. მუშაობის ეს ფორმა, ბუნებრივად გულისხმობს, სახელმწიფო საიდუმლოს მიკუთვნებული ინფორმაციებიათა ნუსხის საფუძვლიან ცოდნას, რათა ღია ინფორმაციულ ნაკადში არ მოხვდეს კლასიფიცირებული ინფორმაცია. ამ მოთხოვნილებათა ცოდნა საბრძოლო ოპერაციათა გაშუქების დროს მოეთხოვებათ ჟურნალისტებსაც, რომლებიც სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ დეტალურად უნდა იყვნენ ინფორმირებული ოპერაციის ხასიათისა და შესაძლო საფრთხეების შესახებ. ამერიკის არმიის უფროსი რეზერვისტი სამხედრო მოსამართლის, გენერალ ჯეფრი არნოლდის განცხადებით, ამგვარი თანამშრომლობა სამხედროებსა და მას მედიას შორის სახელმწიფოებრივი ინტერესითაა ნაკარნახევი და ურთიერთგაგებას ეფუძნება:

[გენერალ ჯეფრი არნოლდის ხმა] "მე აქ წარმოვადგენ სამხედრო ხელმაძღვანელობას, რომლის პრინციპული პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით იმაში მდგომარეობს, რომ სამხედროები ვალდებული არაიან დაეხმარონ ჟურნალისტებს მათი მოვალეობის შესრულების დროს. მედია კი გვეხამრება იმაში, რომ აცნობს ჩვენს საქმიანობას საზოგადოებას რადგან. ასე რომ, ეს არის მჭიდრო თანამშრომლობა, რასაც ჩვენ დიდად ვაფასებთ."

ამერიკის საერთაშორისო სამართლის შემსწავლელი თავდაცვის უნივრსიტეტისა და საქართველოს თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის მიერ ორგანიზებული სემინარი ნამდვილი აღმოჩენა გახლდათ სამხედრო უწყებათა პრესცენტრის წარმომადგენლებისათვის, რომლებმაც სემინარის პირველსავე დღეს ბევრი საჭირო ინფორმაცია, მათ შორის სპეციალური სახელმძღვანელო, სახელწოდებით "კანონი, მედია და სამხედროები" მიიღეს.
[შალვა ლონდარიძის ხმა] "სემინარი, რომელსაც ცვენ დავესწარით, ეს არის აუცილებელი, გამომდინარე იქიდან, რომ მას მედიის წარმომადგენლებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორსი ერთგვარი კონტაქტი დამყარდება, ალბათ, რომელიც დაახლოებთ მათ პოზიციას."

მიუხედავად სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპრტამენტის პრეს-ცენტრის ხელმძღვანელის, შალვა ლონდარიძის ოპტიმიზმის მიუხედავად, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ სემინარის თემატიკით უფრო მეტი დაინტერესება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პრესის წარმომადგენლებმა გამოხატეს, ვიდრე სახელისუფლებო სტრუქტურების პასუხისმგებელმა პირებმა. ამიტომ ამერიკული მხარის ეს ინიციატივა, რომლის მთავარი დანიშნულება გახლდათ გულახდილი დიალოგის დაწყება ძალიან აქტუალურ პრობლემაზე, პირველსავე მცდელობაზე სერიოზულ წინააღმდეგობას წააწყდა ხელისუფალთა მხრიდან.
XS
SM
MD
LG