Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ლიდერები ცდილობენ, მსოფლიო თანამეგობრობის


ერაყის ლიდერები ცდილობენ, მსოფლიო თანამეგობრობის მხარდაჭერა მოიპოვონ

ერაყის ლიდერები ცდილობენ, მსოფლიო თანამეგობრობის მხარდაჭერა მოიპოვონ
და ამით ხელი ააღებინონ შეერთებულ შტატებს თავის გეგმაზე, სამხედრო ძალის გამოყენებით დაამხოს სადამ ჰუსეინის რეჟიმი. ერაყის ვიცე-პრეზიდენტმა ტარიკ აზიზმა, რომელიც იოჰანესბურგში მიმდინარე “დედამიწის სამიტში” მონაწილეობს, განაცხადა, რომ ხვალ გაეროს გენერალურ მდივანთან კოფი ანანთან ერთად იმსჯელებს ბაღდადის მიმართ ვაშინგტონის მოქმედებაზე. დღესვე, მოსკოვში, გაიმართა რუსეთისა და ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრების იგორ ივანოვისა და ნაჯი საბრის მოლაპარაკება. შეხვედრის შემდეგ ივანოვმა განაცხადა, რომ ერაყის წინააღმდეგ ძალის გამოყენება უკიდურესად გაამწვავებდა ვითარებას სპარსეთის ყურესა და ახლო აღმოსავლეთში. მისივე თქმით, ერაყის გარშემო წარმოშობილი კონფლიქტი პოლიტიკური გზით უნდა მოგვარდეს და საამისო წინაპირობები არსებობს. საბრიმ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ბაღდადი მზად არის, ერაყში სამხედრო ინსპექტორთა მუშაობის განახლების საკითხი განიხილოს გაეროს განიარაღების კომისიის თავმჯდომარესთან, ჰანს ბლიქსთან.
XS
SM
MD
LG