Accessibility links

logo-print

იოჰანესბურგში გრძელდება მსოფლიო სამიტი სახელწოდებით


იოჰანესბურგში გრძელდება მსოფლიო სამიტი სახელწოდებით “ადამიანები, პლანეტა, კეთილდღეობა”,

იოჰანესბურგში გრძელდება მსოფლიო სამიტი სახელწოდებით “ადამიანები, პლანეტა, კეთილდღეობა”,
რომლის მონაწილეები ცხარე დებატებს მართავენ საბოლოო დოკუმენტის პროექტის გარშემო. ამ დოკუმენტში ჩამოყალიბებული უნდა იყოს სიღატაკესთან ბრძოლისა და გარემოს დაცვის გზები. საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა წამოაყენა წინადადება, შემოღებულ იქნეს საგანგებო გადასახადი, რათა უფრო ეფექტიანად წარიმართოს სიღატაკესთან ბრძოლა. გარემოს დაცვასთან დაკავშირებით შირაკმა აღნიშნა, რომ ბუნებას აღარ შესწევს დამოუკიდებლად რეგენერაციის უნარი, და თუ ჩვენ არ დავეხმარეთ, კატასტროფის მოწმენი გავხდებით. ფორუმზე გამოსვლისას, დანიის პრემიერ-მინისტრმა ანდერს ფოგ რასმუსენმა გამოთქვა ვარაუდი, რომ სამიტი უშედეგოდ დასრულდება, რადგან მისი მონაწილეები ერთბაშად ცდილობენ მსოფლიოს წინაშე მდგარი ყველა პრობლემის გადაჭრას. გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა განაცხადა, რომ თუ “დედამიწის სამიტზე” ვერ მოხერხდა ერთობლივი გადამჭრელი ზომების გეგმის შემუშავება, ამას სავალალო შედეგები მოჰყვება მთელი მსოფლიოსთვის.
XS
SM
MD
LG