Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაოჰანესბურგში, დედამიწის სამიტის კულუარებში


იაოჰანესბურგში, დედამიწის სამიტის კულუარებში, ერთმანეთს ესაუბრნენ ერაყის ვიცე-პრემიერი ტარიკ აზიზი და გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი.

იაოჰანესბურგში, დედამიწის სამიტის კულუარებში, ერთმანეთს ესაუბრნენ ერაყის ვიცე-პრემიერი ტარიკ აზიზი და გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი.
ერაყი მზად არის შეუშვას ქვეყანაში იარაღის ინსპექტორები, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, თუკი ეს აქტი კონფლიქტის საერთო მოგვარების ჩარჩოებში მოხდება. აზიზმა გააკრიტიკა შეერთებული შტატები და თქვა, რომ ვაშინგტონს ბაღდადთან დიალოგი არ სურს და იქვე დაამატა, რომ ერაყი მზად არის საკადრისი პასუხი გასცეს აგრესიას. ვიცე-პრემიერის თქმით, ერაყის მიმართ სანქციები უნდა გაუქმდეს და უნდა აღდგეს ბაღდადის სუვერენიტეტი მთელ ტერიტორიაზე.
დღესვე ბრიტანეთის პრემიერმა ტონი ბლერმა თქვა, რომ ერაყი უსაფრთხოებისთვის მუქარას წარმოადგენს ახლო აღმოსავლეთში და მთელ მსოფლიოში.
XS
SM
MD
LG