Accessibility links

logo-print

ისრაელის უზენაესმა სასამართლომ დღეს დაადგინა


ისრაელის უზენაესმა სასამართლომ დღეს დაადგინა, რომ ისრაელს აქვს უფლება გააძევოს მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირიდან ღაზის სექტრში იმ პალესტინელთა ნათესავები,

ისრაელის უზენაესმა სასამართლომ დღეს დაადგინა, რომ ისრაელს აქვს უფლება გააძევოს მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირიდან ღაზის სექტრში იმ პალესტინელთა ნათესავები,
რომლებიც ტერორიზმში არიან ეჭვმიტანილი, თუკი ეს ნათესავები უსაფრთხოებისთვის ხიფათს წარმოადგენენ. სასამართლომ გამოაცხადა, რომ ეს გაძევება არ ეწინააღმდეგება ჟენევის კონვენციის აკრძალვას ძალით გადახლების შესახებ. ემნისტი ინტერნეშნელმა გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებების დაცვის კანონის მძიმე დარღვევა უწოდა.
ისრაელის პრემირ-მინისტრმა არიელ შარონმა გამოაცხადა, რომ პალესტინის ავტონომიის პარლამენტს აქვს უფლება შეიკრიბოს. მანვე ახსნა, რომ იმ კანონმდებლებს, რომლებიც ტერორიზმთან კავშირში არიან შენიშნული, აეკრძალებათ სხდომაზე დასწრება. პალესტინის პარლამენტს დღემდე არ შეეძლო სხდომის ჩატარება, ისრაელის ჯარის მიერ დაწესებული ბლოკადისა და მოძრაობის აკრძალვის გამო.
XS
SM
MD
LG