Accessibility links

დღეს ღაზაში ჩავიდა ორი პალესტინელი


დღეს ღაზაში ჩავიდა ორი პალესტინელი, თვითმკვლელურ ტერაქტში ბრალდებულის და-ძმა, რომლებიც ისრაელმა მდინარე იორდანეს

დღეს ღაზაში ჩავიდა ორი პალესტინელი, თვითმკვლელურ ტერაქტში ბრალდებულის და-ძმა, რომლებიც ისრაელმა მდინარე იორდანეს
დასავლეთი ნაპირიდან გააძევა. ინტისარ და კიფარ აჯურის ვექილებმა თქვეს, რომ ისრაელის არმიამ ქალაქ ღაზაში ჩაიყვანა ისინი და 200-200 დოლარი მისცა თითოეულ მათგანს ერთჯერადი სოციალური დახმარების სახით. ისრაელის უზენაესმა სასამართლომ გუშინ დაადგინა, რომ ისრაელს უფლება აქვს გააძევოს ტერორისტთა ოჯახის წევრები, თუკი ნათესავებიც საფრთხეს წარმოადგენენ ქვეყნის უშიშროებისთვის. [ტაუბის ხმა] ”თქვენ გახსოვთ, რომ გასული ორი წლის განმავლობაში 140-ზე მეტი თვითმკვლელური ტერაქტი მოხდა, რომლებიც დასავლეთი ნაპირიდან იგეგმებოდა და ისრაელის ქალაქების შუაგულში ხორციელდებოდა. ამ ტერაქტებს მსხვერპლად შეეწირნენ უდანაშაულო ადამიანები, ქალები და ბავშვები. ასეთი თავდასხმები არ ხდებოდა ღაზის სექტორიდან. ასე რომ, უშიშროების მოსაზრებებით ჩვენს გადაწყვეტილებაში არსებობს გარკვეული ლოგიკა,” თქვა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დანიელ ტაუბმა. საერთაშორისო თანამეგობრობამ მკაცრად დაგმო ისრაელის გადაწყვეტილება.
XS
SM
MD
LG