Accessibility links

logo-print

საქართველოს გენპროკურატურას ჩეჩენ საველე მეთაურ


საქართველოს გენპროკურატურას ჩეჩენ საველე მეთაურ რუსლან გელაევთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში არანაირი ახალი კითხვარები არ მიუღია.

საქართველოს გენპროკურატურას ჩეჩენ საველე მეთაურ რუსლან გელაევთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში არანაირი ახალი კითხვარები არ მიუღია.
ამის შესახებ განაცხადა გენერალურმა პროკურორმა ნუგზარ გაბრიჩიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ალექსანდრე იაკოვენკოს ბოლო განცხადების კომენტირებისას, რომლითაც თბილისი ამ მიმართულებით სათანადო ღონისძიებებს არ ატარებს. მისი თქმით, საქართველოს გენპროკურატურა აგრძელებს იმ 13 ჩეჩენის საკითხზე რუსეთის მიერ გადმოცემული მასალების შესწავლას, რომლებიც ქართველმა მესაზღვრეებმა 3-4 აგვისტოს დააკავეს. ,,არანაირი ხელოვნული დაბრკოლებები ექსტრადიციასთან დაკავშირებით არ შეიქმნება”, - თქვა მან. გაბრიჩიძის ინფორმაციით, აღნიშნულ პირთა შესახებ საქართველო რუსეთისაგან კიდევ დამატებით მასალებს მიიღებს.
XS
SM
MD
LG