Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტმა თავის ქართველ კოლეგას


რუსეთის პრეზიდენტმა თავის ქართველ კოლეგას მოუწოდა, მეტი სიმკაცრე გამოიჩინოს პანკისის ხეობაში ჩეჩენი მეამბოხეების მოქმედების აღკვეთის მხრივ.

რუსეთის პრეზიდენტმა თავის ქართველ კოლეგას მოუწოდა, მეტი სიმკაცრე გამოიჩინოს პანკისის ხეობაში ჩეჩენი მეამბოხეების მოქმედების აღკვეთის მხრივ.
საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძისათვის გაგზავნილ წერილში ვლადიმირ პუტინი აღნიშნავს, რომ რუსეთი "სერიოზულად არის შეშფოთებული სატუაციით პანიკსში, სადაც თავი მოიყარა შეიარაღებული ჩეჩენი ბოევიკებისა და საერთაშორისო ტერორისტების მნიშვნელოვანმა ნაწილმა, რომელთა ქართულ მიწაზე ყოფნა თავად საქართველოსთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს". პუტინის წერილობით მიმართვაში ნათქვამია აგრეთვე, რომ "საქართველოს ტერიტორიაზე ბაზირებული ბოევიკები რუსულ მიწაზე სიკვდილს თესავენ და ამ ვითარებაში, საერთაშორისო ნორმების შესაბამისად, რუსეთს აქვს ყველანაირი საფუძველი, რომ თბილისს მოსთხოვოს ამომწურავი ზომების მიღება პანკისის ხეობაში ბანდფორმირებების მოქმედების აღსაკვეთად". იუწყებიან აგრეთვე, რომ დღეს თბილისს ესტუმრა რუსეთის სამხედრო დელეგაცია, რომელიც პანკისის ხეობაშიც ჩავა. როგორც საინფორმაციო სააგენტო "კავკას-პრესს" საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აუწყეს, რუსული დელეგაციის წევრებს მიეცემათ იმ ადგილის დათვალიერების შესაძლებლობა, რომელიც 23 აგვისტოს რუსული ავიაციის მიერ დაიბომბა. შეგახსენებთ, რომ ამ დაბომბვის ფაქტს რუსული მხარე უარყოფს.
XS
SM
MD
LG