Accessibility links

logo-print

ევროსაბჭოს დელეგაციამ ჩეჩნეთში ვიზიტის შემდეგ


ევროსაბჭოს დელეგაციამ ჩეჩნეთში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ ადგილნაცვალ პირთა უმრავლესობას მშობლიურ რეგიონებში დაბრუნება სურს,

ევროსაბჭოს დელეგაციამ ჩეჩნეთში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ ადგილნაცვალ პირთა უმრავლესობას მშობლიურ რეგიონებში დაბრუნება სურს,
იქ დაძაბულობისა და მძიმე საცხოვრებელი პირობების მიუხედავად. როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა ლორდ ჯადმა განაცხადა, გროზნოში დაბრუნებული ლტოლვილების უმრავლესობა გახარებულია, რახან თავი დააღწია ბანაკებს და სხვა თავშესაფრებს ჩეჩნეთის საზღვრებთან. მაგრამ ევროსაბჭოს დელეგატებმა მაინც კრიტიკულად შეაფასეს გროზნოში დაბრუნებულთა თავშესაფრები: უხეირო კვება, უშიშროების პრობლემები და ენერგომომარაგების ხშირი შეწყვეტა. ჯადი გამოეხმაურა აგრეთვე ცნობებს, რომელთა თანახმად ჩეჩენი ლტოლვილების ნაწილს აიძულეს დაბრუნება რეგიონებში, სადაც ცხოვრება ჯერ კიდევ სახიფათოა. ჯადის თქმით, ევროსაბჭო მოითხოვს, რომ ყველა ლტოლვილი შინ ნებაყოფლობით დაბრუნდეს.
XS
SM
MD
LG