Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თელავივში სასამართლოს წინაშე წარდგა პალესტინელთა


თელავივში სასამართლოს წინაშე წარდგა პალესტინელთა უმაღლესი რანგის წარმომადგენელი მარვან ბარგუთი.

თელავივში სასამართლოს წინაშე წარდგა პალესტინელთა უმაღლესი რანგის წარმომადგენელი მარვან ბარგუთი.
ბარგუთი არის იასირ არაფატის პოლიტიკური ორგანიზაცია ”ფატაჰის ფრაქციის” ლიდერი მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე და აცხადებს, რომ არ ცნობს სასამართლოს ავტორიტეტს, განიხილოს მისი საქმე ისრაელის მოქალაქეებზე თავდასხმების ორგანიზების ბრალდებით. ამასთან, ბარგუთი ბრალდებებს უარყოფს. მაგრამ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივან დანიელ ტაუბის განცხადებით, სასამართლოს აქვს გასამართლების უფლება, ვინაიდან მკვლელობები ისრაელში მოხდა. ტაუბის თქმით: [დანიელ ტაუბის ხმა] ”ეს სასამართლო პროცესი არ ეხება ვინმეს პოლიტიკურ შეხედულებებს. მისი ამოცანაა მხოლოდ სიმართლის დადგენა და ტერორისტების გასამართლება. ყველა არგუმენტი, თითქოს ასეთი მოქმედება პოლიტიკური მიზნით იყოს გამართლებული, არის ღალატი იმ პალესტინელების წინაშე, რომლებიც მდგომარეობის გაუმჯობესებას მოლაპარაკებებით და მშვიდობიანი გზით ლამობენ.” ისრაელის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბარგუთის სასამართლოს დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, აღკვეთილ იქნა ბომბის აფეთქება ჩრდილოეთ ისრაელში. ხოლო ღაზის სექტორში, ისრაელის სამხედრო წარმომადგენლების თქმით, ბომბი აფეთქდა ტანკის ქვეშ, რის შედეგად დაიღუპა ერთი ისრაელი ჯარისკაცი და დაიჭრა სამი სამხედრო მოსამსახურე.
XS
SM
MD
LG