Accessibility links

logo-print

ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, აშშ-ის


ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, აშშ-ის სამხედრო ოპერაცია ერაყის წინააღმდეგ ”არც მოახლოებულია და არც გარდაუვალი.”

ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, აშშ-ის სამხედრო ოპერაცია ერაყის წინააღმდეგ ”არც მოახლოებულია და არც გარდაუვალი.”
დღევანდელი გამოსვლის დროს რობინ კუკმა უარყო ცნობები, რომელთა თანახმად ამ კვირის ბოლოსთვის დანიშნული ამერიკულ-ბრიტანული შეხვედრა ”საომარ თათბირად” უნდა მივიჩნიოთ. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გუშინ გამოაცხადა, რომ შეეცდება ამერიკული კონგრესის, აგრეთვე ამერიკის მოკავშირეების მხარდაჭერის მოპოვებას ერაყიდან მომდინარე საფრთხესთან გასამკლავებლად. ბუშის სიტყვებით: [ჯორჯ ბუშის ხმა] ”სათანადო მომენტში ჩვენი ადმინისტრაცია კონგრესს მიმართავს, რათა სამოქმედოდ აუცილებელი დასტური მივიღოთ. იმავდროულად ვითანამშრომლებ ჩვენს მეგობრებთან მთელს მსოფლიოში”. ბუშს პირობა აქვს დადებული, რომ დაამხობენ ერაყის პრეზიდენტ სადამ ჰუსეინს, რომელსაც აშშ მასობრივი განადგურების იარაღის დამზადებაში ადანაშაულებს. თუმცა, ასევე ბუშის თქმით, ჯერ არ არის მიღებული გადაწყვეტილება, ერაყზე თავდასხმის საკითხზე.
XS
SM
MD
LG