Accessibility links

logo-print

კახა იმნაძემ ცრუ უწოდა ინფორმაციას


კახა იმნაძემ ცრუ უწოდა ინფორმაციას 11 სექტემბრის ტერაქტებში ”ქართული კვალის” არსებობის შესახებ.

კახა იმნაძემ ცრუ უწოდა ინფორმაციას 11 სექტემბრის ტერაქტებში ”ქართული კვალის” არსებობის შესახებ.
როგორც საქართველოს პრეზიდენტის პრეს-მდივანმა სახელმწიფო ტელევიზიის პირველი არხის პირდაპირ ეთერში აღნიშნა, თეორიულად არ შეიძლება გამოირიცხოს პანკისის ხეობაში ”ალ-ყაიდის” ერთი ან რამდენიმე წევრის ყოფნის შესაძლებლობა, მაგრამ საქართველოს უშიშროების სამინისტრო ამ პრობლემაზე მეთოდურად მუშაობს აშშ-ის სპეცსამსახურებთან მჭიდრო თანამშრომლობით. კახა იმნაძე დარწმუნებულია, რომ ”ქართულ კვალზე” აბსურდული განცხადების შემდეგ ვაშინგტონსა და თბილისს შორის ურთიერთობები არ გაუარესდება.
XS
SM
MD
LG