Accessibility links

აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის განცხადებით


აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის განცხადებით, ერაყის ლიდერს არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ მსოფლიოს შანტაჟი მოუწყოს მასობრივი განადგურების იარაღით.

აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის განცხადებით, ერაყის ლიდერს არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ მსოფლიოს შანტაჟი მოუწყოს მასობრივი განადგურების იარაღით.
ბუშმა დღეს კენტაკის შტატის ქალაქ ლუივილში გამოსვლისას გაიხსენა, რომ სადამს განხორციელებული აქვს სამხედრო აგრესია ირანის, აგრეთვე ქუვეითის წინააღმდეგ და რომ მასვე გამოყენებული აქვს მომწამვლელი გაზი ერაყელი ქურთების წინააღმდეგ. როგორც ბუშმა თქვა: [ჯორჯ ბუშის ხმა]”ამ საფრთხეს ძალიან სერიოზულად ვუდგები. ასევე ძალიან სერიოზულად ვუდგები იმ ფაქტს, რომ სადამი მასობრივი განადგურების იარაღზე მუშაობს. მახსოვს, რომ ის ადრე ორ ქვეყანაში შეიჭრა. ვიცი ის ფაქტი, რომ მას საკუთარი მოქალაქეები ჰყავს მოწამლული.” ჯორჯ ბუშმა გუშინ გამოაცხადა, რომ კონგრესს სთხოვს ერაყის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო ოპერაციის მხარდაჭერას. პრეზიდენტის თქმით, ის 12 სექტემბერს გაეროში ისაუბრებს საფრთხეზე, რომელიც ერაყის შეიარაღების პროგრამას უკავშირდება. იუწყებიან აგრეთვე, რომ ჯორჯ ბუშის განცხადებით, ის ერაყის პრობლემის განსახილველად ხვალ ტელეფონით დაუკავშირდება ფრანგ, რუს და ჩინელ კოლეგებს. ეს სამი ქვეყანა, შეერთებულ შტატებთან და ბრიტანეთთან ერთად, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია.
XS
SM
MD
LG