Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგრადში, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორი


ბელგრადში, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორი ხავიერ სოლანა მოლაპარაკებებს აწარმოებს სერბიისა და ჩერნოგორიის ლიდერებთან,

ბელგრადში, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორი ხავიერ სოლანა მოლაპარაკებებს აწარმოებს სერბიისა და ჩერნოგორიის ლიდერებთან,
რათა დაჩქარდეს იუგოსლავიის ფედერაციაში შემორჩენილ ამ ორ რესპუბლიკას შორის ახალი სამოკავშირეო შეთანხმების დადება. სოლანამ იუგოსლავიისა და ჩერნოგორიის პრეზიდენტებთან: ვოისლავ კოშტუნიცასა და მილო ჯუკანოვიჩთან, აგრეთვე სერბიის პრემიერ-მინისტრ ზორან ჯინჯიჩთან გამართა მოლაპარაკება. გასულ კვირაში, სერბიისა და ჩერნოგორიის მთავრობები ახალ კავშირში უფლებამოსილებათა გამიჯვნის თაობაზე შეთანხმდნენ მას შემდეგ, რაც პარლამენტარებმა ვერ შეძლეს ამ საკითხის მოგვარება. თუმცა, იუგოსლავიის პრეზიდენტმა ვოისლავ კოშტუნიცამ განაცხადა, რომ ხსენებულ შეთანხმებას არა აქვს ძალა.
XS
SM
MD
LG