Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო თანამეგობრობამ მძაფრად დაგმო ხუთშაბათს


მსოფლიო თანამეგობრობამ მძაფრად დაგმო ხუთშაბათს მომხდარი ტერაქტები ავღანეთში.

მსოფლიო თანამეგობრობამ მძაფრად დაგმო ხუთშაბათს მომხდარი ტერაქტები ავღანეთში.
ქალაქ ყანდაარში, ავღანეთის გარდამავალი მთავრობის მეთაურზე, ჰამიდ კარზაიზე მოხდა შეიარაღებული თავდასხმა. სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა მამაკაცმა ახლო მანძილიდან ცეცხლი გაუხსნა კარზაის ავტომანქანას, რომელიც ყანდაარის გუბერნატორის რეზიდენციაში უნდა შესულიყო. ჰამიდ კარზაი უვნებლად გადარჩა; გუბერნატორი – მსუბუქად დაიჭრა. დაცვამ ადგილზევე მოკლა ტერორისტი. ყანდაარის პოლიციის უფროსის მოადგილემ განაცხადა, რომ ბოროტმოქმედი თალიბების ყოფილი საყრდენი პუნქტის, ჰემლანდის პროვინციის მკვიდრია, რომელიც ერთი თვის წინ ჩაირიცხა ავღანეთის ეროვნულ არმიაში. გუშინვე, ქაბულის ცენტრში ძლიერი აფეთქება მოხდა, რამაც სულ ცოტა 26 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 150 – დაიჭრა. ასაფეთქებელი მოწყობილობა ტაქსიში იყო ჩადებული. ავღანეთის ხელისუფლებას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ კარზაიზე თავდასხმაც და ავტომანქანის აფეთქებაც, თალიბებისა და ალ-საიდის მებრძოლთა ნახელავია.
XS
SM
MD
LG