Accessibility links

logo-print

ირანმა წარმატებით გამოსცადა ”მიწა-მიწის” კლასის


ირანმა წარმატებით გამოსცადა ”მიწა-მიწის” კლასის ახალი რაკეტა.

ირანმა წარმატებით გამოსცადა ”მიწა-მიწის” კლასის ახალი რაკეტა.
როგორც ირანის აერონავტიკის სამმართველოს უფროსმა აჰმად ვაჰიდმა განაცხადა, რაკეტა ”ფათეჰ-110”, ერთ-ერთი ყველაზე ზუსტია მთელს მსოფლიოში. ვაშინგტონი მასობრივი განადგურების იარაღის შეძენის მცდელობასა და საერთაშორისო ტერორიზმის მხარდაჭერაში ადანაშაულებს თეირანს. რუსეთის, ჩინეთისა და ჩრდილოეთი კორეის დახმარებით, ირანი, სხვადასხვა მოქმედების რადიუსის რაკეტებს, აგრეთვე ტანკებსა და ავიაგამანადგურებლებს აწარმოებს. შეერთებული შტატები მოუწოდებს მოსკოვსა და პეკინს – შეწყვიტონ თეირანთან სამხედრო თანამშრომლობა. ირანი აცხადებს, რომ მისი სამხედრო პროგრამები – თავდაცვის მიზნებს ემსახურება.
XS
SM
MD
LG