Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა,

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა,
ვაშინგტონის მახლობლად მდებარე კემპ-დევიდის რეზიდენციაში დღეს ერაყის პრობლემა განიხილეს. ვიდრე ჩავიდოდა შეერთებულ შტატებში ბლერმა განაცხადა, რომ განახლების შემთხვევაში, გაეროს განიარაღების ექსპერტთა საქმიანობა ერაყში, ეფექტიანი უნდა იყოს. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა ბაღდადს დააკისრა დღეს, კრიზისის გამწვავების პასუხისმგებლობა. დღესვე, არაბული ლიგის გენერალმა მდივანმა ამრ მუსამ, განიარაღების ექსპერტთა საქმიანობის განახლებას ერაყში, ”სავსებით შესაძლებელი” უწოდა. მისი აზრით, საერთაშორისო ექსპერტებს, ერაყის ყველა სამხედრო ობიექტის შემოწმების შეუზღუდავი უფლება მიეცემათ.
XS
SM
MD
LG