Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტარ-ტასის სააგენტოს ცნობით, რამდენიმე შეიარაღებულმა


იტარ-ტასის სააგენტოს ცნობით, რამდენიმე შეიარაღებულმა მამაკაცმა გროზნოს მერის მოკვლა სცადა,

იტარ-ტასის სააგენტოს ცნობით, რამდენიმე შეიარაღებულმა მამაკაცმა გროზნოს მერის მოკვლა სცადა,
როცა ჩეჩნეთ-ინგუშეთის საზღვართან მისულ მის ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნა. ცნობაში ნათქვამია, რომ ოლეგ ჟიდკოვზე თავდასხმა გუშინ, დღის მეორე ნახევარში მოხდა. დაჯავშნულ ავტომანქანაში მყოფი მერი უვნებლად გადარჩა, ხოლო თანმხლებ მანქანაში მყოფი პოლიციელი – დაიჭრა. ტყეში დამალულმა თავდამსხმელებმა ავტოკოლონას ცეცხლი ავტომატური შაშხანებიდან გაუხსნეს. ამასობაში იუწყებიან, რომ ჩეჩნეთში გრძელდება შეიარაღებული შეტაკებები. რუსეთის სამხედრო სარდლობის ცნობით, საგანგებო დანიშნულების ქვედანაყოფთან მომხდარი შეტაკებისას, კურჩალოის რაიონის სოფელ განსაჩლუს შემოგარენში, მოკლულ იქნა ხუთი ჩეჩენი მებრძოლი. სამხედრო ოპერაცია განსაჩლუს შემოგარენში უკვე 2 კვირაა გრძელდება. წუხელ, ვედენოს რაიონში, ჩეჩენმა მეამბოხეებმა ცეცხლი გაუხსნეს ფედერალური ჯარის საგუშაგოს, რის შედეგად ერთი რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
XS
SM
MD
LG