Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა დღეს ლონდონში განაცხადა, რომ, მართალია, იასირ არაფატი პალესტინელი ხალხის კანონიერი ლიდერია,

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა დღეს ლონდონში განაცხადა, რომ, მართალია, იასირ არაფატი პალესტინელი ხალხის კანონიერი ლიდერია,
მაგრამ მან დაპირებები ვერ შეასრულა. პაუელის თქმით, არაფატმა თავის ხალხს მშვიდობა ვერ მოუტანა და ვერც ძალადობასა და ტერორიზმს მოუღო ბოლო. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, ამასთანავე, რომ პალესტინელთა უმრავლესობა კვლავაც არაფატს მიიჩნევს თავის ლიდერად. კოლინ პაუელი გამოვიდა მოწოდებით, რომ ისრაელმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაიყვანოს თავისი ჯარი და თან დასძინა, რომ შეერთებული შტატები პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაარსების მომხრეა. დღეს, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ქალაქ ჰებრონის ებრაულ უბანში ძლიერი აფეთქება მოხდა. დაზარალებულთა შესახებ ცნობაში არაფერია ნათქვამი. ჰებრონში 120 ათასმდე არაბი და 600-მდე ებრაელი ცხოვრობს.
XS
SM
MD
LG