Accessibility links

საქართველოს შინაგანი ჯარების სარდალი გიორგი


საქართველოს შინაგანი ჯარების სარდალი გიორგი შერვაშიძე კატეგორიულად უარყოფს სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერის ედუარდ კოკოითის განცხადებას

საქართველოს შინაგანი ჯარების სარდალი გიორგი შერვაშიძე კატეგორიულად უარყოფს სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერის ედუარდ კოკოითის განცხადებას
პანკისის ხეობაში მცხოვრები ოსების მიერ საკუთარი სახლების მასობრივად დატოვების შესახებ. პრაიმ-ნიუსს მოჰყავს შერვაშიძის სიტყვები იმის თაობაზე, რომ ხეობაში ანტიკრიმინალური ოპერაციის დაწყებამ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მათ შორის ეთნიკური ოსებისთვის, მშვიდობიანი ცხოვრების მყარი გარანტიები შექმნა. ედუარდ კოკოითის განცხადებას კი შერვაშიძემ “დეზინფორმაცია” უწოდა. მან დასძინა, რომ პანკისში დაბრუნება შეუძლიათ იმ ოსებსაც, რომლებმაც ხეობა თავის დროზე, კრიმინალური ელემენტების მხრიდან შევიწროების გამო დატოვეს. პანკისის ხეობაში ანტიკრიმინალური ოპერაციის მიმდინარეობის ორი კვირის მანძილზე სამართალდამცავებმა ცხრა ძებნილი პირი დააკავეს.
XS
SM
MD
LG