Accessibility links

logo-print

თავდაცვის მინისტრის მოადგილის გელა ბეჟუაშვილის


თავდაცვის მინისტრის მოადგილის გელა ბეჟუაშვილის განცხადებით, შეიარაღებული ძალების აღჭურვისთვის საქართველო მნიშვნელოვან დახმარებას მიიღებს რუმინეთისგან.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის გელა ბეჟუაშვილის განცხადებით, შეიარაღებული ძალების აღჭურვისთვის საქართველო მნიშვნელოვან დახმარებას მიიღებს რუმინეთისგან.
შეთანხმებას სამხედრო დახმარების შესახებ, რომელიც საქართველო-აშშ-ის “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის ფარგლებში განხორციელდება, მხარეებმა მიაღწიეს მიმდინარე კვირაში, რუმინეთში გელა ბეჟუაშვილის ვიზიტისას. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, აგრეთვე, რომ “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამა წარმატებით, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ პროგრამის განხორციელება მიმდინარე წლის მაისში დაიწყო. იგი ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს ოთხი ანტიტერორისტული ბატალიონის 2000-ზე მეტი ჯარისკაცის გაწვრთნას და აღჭურვას. პროგრამა 18-თვიანია და აშშ-ის მხარემ მის დასაფინანსებლად 64 მილიონი დოლარი გამოყო.
XS
SM
MD
LG