Accessibility links

ვენეციის 59-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი


ვენეციის 59-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდო – “ოქროს ლომი” – მიენიჭა ბრიტანელი რეჟისორის პიტერ მალენის ფილმს “მაგდალენას დები”.

ვენეციის 59-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდო – “ოქროს ლომი” – მიენიჭა ბრიტანელი რეჟისორის პიტერ მალენის ფილმს “მაგდალენას დები”.
სურათმა, რომლის მოქმედება 60-იან წლებში, ირლანდიაში ხდება და რომელიც უპატრონოთა კათოლიკური სახლის აღსაზრდელებზე მოგვითხრობს, ვატიკანის მძაფრი კრიტიკა გამოიწვია. მეორე პრემია – ჟიურის “გრან პრი” – მიენიჭა რუსი რეჟისორის ანდრეი კონჩალოვსკის ნაწარმოებს “სულელთა სახლი”. “ვერცხლის ლომი” საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის დაიმსახურა კიდევ ერთმა რუსმა რეჟისორმა, ირინა ეფტეევამ, ავტორმა ფილმისა “ჯამბაზები”.
XS
SM
MD
LG