Accessibility links

logo-print

ავღანეთის გარდამავალი მთავრობის მეთაური ჰამიდ


ავღანეთის გარდამავალი მთავრობის მეთაური ჰამიდ კარზაი დღეს ნიუ იორკში მიემგზავრება.

ავღანეთის გარდამავალი მთავრობის მეთაური ჰამიდ კარზაი დღეს ნიუ იორკში მიემგზავრება.
იქ იგი სიტყვით გამოვა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე, რომელიც შარშან, 11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტების პირველ წლისთავს ეძღვნება. გზად ნიუ იორკისკენ ჰამიდ კარზაიმ მოლაპარაკება გამართა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან იოშკა ფიშერთან. მაინის ფრანკფურტში გამართულ ამ შეხვედრაზე ავღანეთში ანტიტერორისტული ოპერაციის მიმდინარეობა განიხილეს. ხვალ ნიუ იორკში ჩავა ავღანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულა აბდულაც. როგორც ავღანეთის მთავრობის წარმომადგენელმა საიდ ფაზელ აქბარმა განაცხადა, ნიუ იორკში ხუთდღიანი სტუმრობის დროს ჰამიდ კარზაი მოლაპარაკებას გამართავს შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ჯორჯ ბუშთან. ამასობაში იუწყებიან, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთი ავღანეთის ხოსტის პროვინციაში გრძელდება შეტაკებები ორ ტომს შორის, რომლებიც ერთმანეთს მიწის ნაკვეთს ედავებიან. ადგილობრივ მკვიდრთა ცნობით, ამ შეტაკებებში უკვე 16 ადამიანი დაიღუპა, დაჭრილია ათობით ადამიანი, ხოლო ასობით ოჯახი იძულებული შეიქნა, გაქცეულიყო. ხელისუფლებისა და უხუცესთა მცდელობა, ბოლო მოეღოთ სისხლისღვრისთვის, უშედეგოდ დამთავრდა.
XS
SM
MD
LG