Accessibility links

logo-print

ფრაქცია “ახალმა მემარჯვენეებმა” წამოაყენა წინადადება


ფრაქცია “ახალმა მემარჯვენეებმა” წამოაყენა წინადადება, დაწყებულ იქნეს ნატოში საქართველოს გაწევრიანების პროცესი.

ფრაქცია “ახალმა მემარჯვენეებმა” წამოაყენა წინადადება, დაწყებულ იქნეს ნატოში საქართველოს გაწევრიანების პროცესი.
ფრაქციამ პარლამენტს სპეციალური დადგენილების პროექტიც შესთავაზა. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე “ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, ფრაქციას არა აქვს იმის ილუზია, რომ ნატოში საქართველო უახლოეს დღეებში ან თვეებში გაწევრიანდება, მაგრამ თუ დღესვე მოხდება შეთანხმება და იქნება ერთიანი პოლიტიკური ნება, არსებობს პერსპექტივა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველო 5-7 წლის შემდეგ გაწევრიანდეს. გამყრელიძე იმედს გამოთქვამს, რომ სხვა ფრაქციებთან კონსულტაციების შედეგად პარლამენტი მიიღებს “ახალი მემარჯვენეების” მიერ შემუშავებულ დადგენილებას.
XS
SM
MD
LG