Accessibility links

logo-print

“რუსეთის სამხედრო დელეგაციას, რომელიც თბილისს

“რუსეთის სამხედრო დელეგაციას, რომელიც თბილისს 12 სექტემბერს ეწვევა, წარუდგენენ უტყუარ მტკიცებულებებს, რომელთა თანახმად, საქართველოს საზღვრისპირა ტერიტორია, 23 აგვისტოს რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა დაბომბეს” –

საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო-სამართლებრივი ურთიერთობების განყოფილების უფროსის პაატა მსხილაძის ეს სიტყვები პრაიმ-ნიუსის სააგენტოს მოჰყავს. მსხილაძის თქმით, გამოძიების მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს შორის არის საჰაერო რუკები, რომელზეც დაფიქსირებულია რუსეთის მხრიდან 23 აგვისტოს, გამთენიისას, 8 საფრენი აპარატის მიერ საქართველოს საზღვრისპირა ტერიტორიის დაბომბვა; გარდა ამისა, ნაპოვნია რუსეთის წარმოების 500-კილოგრამიანი ჭურვებიცო, დასძინა პაატა მსხილაძემ.
XS
SM
MD
LG