Accessibility links

მრავალი სახელმწიფოს ლიდერები კვლავინდებურად წინააღმდეგი


მრავალი სახელმწიფოს ლიდერები კვლავინდებურად წინააღმდეგი არიან ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებისა.

მრავალი სახელმწიფოს ლიდერები კვლავინდებურად წინააღმდეგი არიან ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენებისა.

არაბთა ლიგის გენერალურმა მდივანმა ამრ მუსამ ჟენევაში განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის გარეშე ერაყის წინააღმდეგ ძალის ხმარება დაუშვებელია. საფრანგეთმა გამოთქვა წინადადება, ბაღდადს მიეცეს სამი კვირა, რათა გაეროს განიარაღების ექსპერტებმა ერაყში უპირობოდ შეძლონ ინსპექციების განახლება. თუ ეს არ მოხდა, საფრანგეთის გეგმის თანახმად, გაერო დაიწყებს განხილვას რეზოლუციისა, რომელიც სადამ ჰუსეინის რეჟიმის წინააღმდეგ ძალის გამოყენების უფლებას იძლევა. ზოგიერთი ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი თანახმა არიან, ერაყს “უკანასკნელი შანსი” მისცენ. შაბათს, ვაშინგტონის მახლობლად გამართულ შეხვედრაზე, ჯორჯ ბუშმა და ტონი ბლერმა ერთხელ კიდევ განაცხადეს, რომ დარწმუნებული არიან, რომ სადამ ჰუსეინის რეჟიმი ბირთვული იარაღის შექმნის პროგრამას ახორციელებს.
XS
SM
MD
LG